ფეხბურთი

12:12 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დუმფრისმა კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გააგრძელოს

"ინტერის" ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დენზელ დუმფრისმა კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გააგრძელოს.

როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, მისი შეძენით "მანჩესტერი" და "ასტონ ვილა" ინტერესდებიან და მის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "ინტერმა" ნიდერლანდელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი სეზონში დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე არ შემდგარა.

ამ ყველაფერს კი ის ფაქტი ემატება, რომ ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული 25 მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი სხვა კლუბებისთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

teamTalk -ის ცნობით თუ დუმფრისი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, დიდია შანსი, რომ მომდევნო სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ დენზელ დუმრისი "ინტერის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში 24 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094109