ფეხბურთი

13:38 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ფრენკი დე იონგის ტრანსფერით დაინტერესდა

"პარი სენ-ჟერმენი" კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის ფრენკი დე იონგის დამატებით ინტერესდება. ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი ნიდერლანდელის მდგომარეობას აქტიურად აკვირდება და დიდია შანსი მოლაპარაკებები ოფიციალურად სულ მალე დაიწყოს.

დე იონგმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მისი მომავალი კატალონიურ გრანდში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, ეს ყველაფერი კი მისი ტრანსფერის ალბათობას უფრო ზრდის.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი "ბარსელონაში" 2019 წლიდან გამოდის და ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087324