"ალ-ნასრი" მომდევნო სეზონიდან კრიშტიანუ რონალდუს შვილის რონალდუ ჯუნიორის მთავარ გუნდში დაწინაურებას განიხილავს. ინფორმაციას არაბული გამოცემები ავრცელებენ.
აღნიშნულ საკითხზე კლუბი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, რა დროსაც შეფასდება ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობა, შეძლებს თუ ვერა ახალგაზრდა პორტუგალიელი გუნდის დახმარებას.
იმ შემთხვევაში თუ ჯუნიორი მთავარ გუნდში დაწინაურდება, შესაძლოა საუდის არაბეთში უნიკალური რამ მოხდეს და მამამ და შვილმა ერთ გუნდში ითამაშონ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი.







