51 წლის სერგეი რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, რებროვს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში შვედეთთან წაგება არ აპატიეს. ამრიგად უკრაინას ერთა ლიგისთვის ახალი მწვრთნელი ეყოლება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს რებროვის ადგილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელის პოსტზე 2023 წლიდან მუშაობდა.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ რებროვს მადლობა გადაუხადა:
"რებროვს მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის, თუმცა ახლა დროა წინ გავიხედოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ნაკრებს უფრო მეტად განვითარებაში დაეხმარება", - განაცხადა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე სწორე უკრაინის ნაკრებთან ერთად იმყოფება ჯგუფში და პირველი შეხვედრა თბილისში 28 სექტემბერს გაიმართება.







