ფეხბურთი

14:29 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინ მოიგებს პრემიერლიგას? არსენ ვენგერის პროგნოზი

ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი გუნდი არსენალი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგა მოიგებს, მიუხედავად ბოლო პერიოდის მცირე ჩავარდნისა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, მიუხედავად კონკურენციის სიმძიმისა, არსენალს საკმარისი ხარისხი და მენტალური სიმტკიცე აქვს, რათა სეზონი გამარჯვებით დაასრულოს. მისი შეფასებით, გუნდის შეტევითი პოტენციალი და სტაბილურობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ფინალურ ეტაპზე.

"მჯერა, რომ "არსელნალი" ლიგას მოიგებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ვფიქრობ ეს სეზონის ლოგიკური დასასრული იქნება. მომწონს გუნდის შეტევა და თუ როგორ თამაშობენ ეზე, ოდეგორი, ჰავერცი და მადუეკე. დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილ ხუთ შეხვედრაში "სიტი" ქულებს აუცილებლად დაკარგავს", - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095331