58 წლის ჟოზე მოურინიომ შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ "ბენფიკა" დატოვოს. ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, მოურინიოს მისმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა კლუბის დატოვება ურჩია და ტან ამ ფაქტს ისაც ემატება, რომ მოურინიოს სახელს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს", რომელიც ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
თუ მოურინიო მართლაც დატოვებს "ბენფიკას", ლისაბონურ გრანდს რუბენ ამორიმი ჩაიბარებს. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რომელიც პოზიტიურად დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმი ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედს" წვრთნიდა, საიდანაც მიმდინარე წლის დასაწყისში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.







