კალათბურთი

15:25 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

2031 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ FIBA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კალათბურთის 2031 წლის ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს.

ჩემპიონატი სტარტს 29 29 აგვისტოს აღებს და 14 სექტემბერს დასრულდება, მატჩები პარიზში, ლიონში და ლილში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.

ფიბას მსოფლიო ჩემპიონატი ევროპაში ბოლოს 2014 წელს გაიმართა, როდესაც ტურნირის მასპინძელი ესპანეთი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარიში გაიმართება და მასში 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161976