ფეხბურთი

18:05 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარსელინო: "ჩვენთვის დიდი გამოწვევაა "ვილიარეალისთვის" ისტორიული სეზონის ჩატარება"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ოვიედოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გუნდისთვის უდიდესი გამოწვევა და სიამაყეა, „ვილიარეალისთვის“ ისტორიული სეზონის ჩატარება:

„ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გასვლა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი ყველაზე დიდი ოცნებაა. ახლოს ვართ ამასთან, რადგან ფანტასტიკური სეზონი გვქონდა. ფეხბურთელებსაც ძალიან სურთ მესამე ადგილის დაკავება. „ვილიარეალისთვის“ ისტორიული სეზონის ჩატარება უდიდესი გამოწვევა და დიდი სიამაყის წყაროა, ამ მიღწევასთან ახლოს ვართ“, - აღნიშნა მარსელინომ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“ 31 ტურის შემდეგ 57 ქულით მესამე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ატლეტიკოს“ 4 ქულით უსწრებს, მეხუთეადგილოსან „ბეტისთან“ კი 12-ქულიანი უპირატესობა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164625