ფეხბურთი

18:40 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა. ესპანელი სპეციალისტის მუშაობით ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია.

ლუის ენრიკეს მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა, მაგრამ მხარეები თანამშრომლობას ორი წლით გაახანგრძლივებენ, 2030 წლის ზაფხულამდე განახლების ოფციით.

ესპანელმა „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წლიდან მუშაობს და გუნდს დღემდე 10 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, შარშან ჩემპიონთა ლიგა, რაც პსჟ-ს ისტორიაში პირველად მოხდა.

55 წლის მწვრთნელს მანამდე „რომაში“, „სელტაში“, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091973