ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კომენტარი გააკეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა იტალიის ნაკრების დარჩენაზე.
როგორც მან თქვა, წლების წინ ამას ვერ წარმოიდგინდა:
„ეს 12 წლის წინ რომ გეთქვათ, გეტყოდით, რომ ჩემს გარშემო ათასი უცხოპლანეტელის დანახვა ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე იტალიისთვის ზედიზედ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლა. მაგრამ ეს რეალობაა”, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა გამოტოვა 2018-2022 წლის მუნდიალები და ვერც დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრების რეკორდსმენია მატჩების რაოდენობით (176) და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.





