ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირის პირველივე წრეში გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი 1/64-ფინალში ავსტრიელ სებასტიან ოფნერს შეხვდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
შეხვედრა საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, რომელიც ორ სეტში დასრულდა. ორივე შემთხვევაში ავსტრიელმა 7:6, 7:6 მოიგო. პირველი სეიტის ტაიბრეიკი ბასილაშვილმა 5:7 დათმო, მეორე ტაიბრეიკი - 0:7.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შედეგად მოხვდა.







