ჭიდაობა

22:02 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველომ სამი მედალი მოიპოვა - ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

72 კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძემ ჯერ სური კამილ ახმატვალეევი 6:0 დაამარცხა, შემდეგ ხორვატ პაველ პუკლავეჩს 11:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ ჯენგიზ არსლანთან 3:2 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ იბრაჰიმ განემთან 0:4 წააგო. შედეგად, ქართველი ვერცხლს დასჯერდა.

67 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დიეგო ჩხიკვაძემ, რომელმაც რუსი ჰლებ მაკარანკა 3:1 და ხორვატი დომინიკ ეტლინგერი 6:1 დაჯაბნა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან დამარცხდა და დღეს ბრინჯაოსთვის შვედ ნიკლას ოელენს 3:1 აჯობა.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ თურქი იუკსელ სარიჩიჩეკი 9:2 დამაარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვთან 1:2 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მოლდოველ მიჰაილ ბრადუს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ გამოსვლა ოქროს გარეშე, მაგრამ 5 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ვახტანგ ლოლუამ, რამაზ ზოიძემ და იური ლომაძემ ვერცხლის, ხოლო დიეგო ჩხიკვაძემ და გელა ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178622