ფეხბურთი

23:46 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

Le Figaro: კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკშია

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro „ნანტთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0).

„კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკში. ქართველი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე კვირაა ბრწყინვალე ფორმაშია. ოთხშაბათს საღამოს „ნანტის“ წინააღმდეგ მისი თამაში ამის კიდევ ერთი დასტურია. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დუბლი შეასრულა, მათ შორის მეორე ტაიმში განსაცვიფრებელი გოლი გაიტანა, მთელი საათის განმავლობაში ყველგან იყო. ის ბურთს სამოცზე მეტჯერ შეეხო და თანაგუნდელების მხარდასაჭერად დაცვაშიც რამდენჯერმე დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ დაპირისპირებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი თავის განზრახვებს ნათლად აცხადებს“, - წერს Le Figaro.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 42 შეხვედრაში 16 გოლი და 9 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093118