ფეხბურთი

0:25 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარაცხელია მთელი სეზონი ბრწყინვალეა, ეს მის ხასიათშიც ჩანს"
"ალბათ, ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნანტთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და დუბლი შეასრულა.

ჟურნალისტმა ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზე უთხრა: როგორც ჩანს, კვარაცხელია სამშაბათს და ოთხშაბათს უფრო მშვიდად გრძნობს თავს... ამაზე ესპანელმა ხუმრობით და მერე სერიოზულად უპასუხა:

„ალბათ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ეგონა (იცინის). უფრო სერიოზულად, სწორედ ასეთ მომენტებში ხედავ ფეხბურთელების დონეს. კვარა მთელი სეზონის განმავლობაში უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ეს მის ტექნიკურ თვისებებშიც ჩანს, მაგრამ ასევე იმ ხასიათშიც, რომელსაც ის მატჩში ავლენს, დაცვისა და ზოგადად ქცევის მანერაში“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა თამაშის შესახებაც ისაუბრა:

„თითქმის იდეალური თამაში იყო. ბოლო რამდენიმე მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. დამსახურებულად მოვიგეთ, შევძელით გვენახა სხვადასხვა ფეხბურთელები, რომლებიც ჩვეულებრივ არ თამაშობენ და მოედანზე გატარებული წუთებით ტკბებოდნენ, რითაც განსაკუთრებით ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უნდა ვაჩვენოთ, რომ კვლავ გვინდა გამარჯვება, მაგრამ ბრძოლა დაძაბული იქნება, რადგან ჯერ კიდევ არის სათამაშო მატჩები, განსაკუთრებით ლანსთან სტუმრად. ვიცით, რომ რთული იქნება.

პენალტის შემსრულებელი? ამ კვირაში ფეხბურთელებთან პენალტებზე ვისაუბრეთ. წარსულში ვაჩვენეთ, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გოლეადორობა შეუძლიათ, მაგრამ შესაძლოა, პენალტების ნამდვილი სპეციალისტები არ გვყავს. სულ მცირე ათ ფეხბურთელს შეუძლია გოლის გატანა პენალტების სპეციალისტობის გარეშე. დღეს მათ უსმანეს, ბერალდოსა და კვარას შორის საუკეთესო პენალტის შესასრულებლად აირჩიეს. მე ყველას ვენდობი, ვისაც ეს შეუძლია“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 42 შეხვედრაში 16 გოლი და 9 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენმა“ 66 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლანსს“ 4 ქულით გაასწრო, სეზონის დასრულებამდე კი, 4 ტური რჩება, თუმცა, პსჟ-სა და „ლანსს“ ხუთ-ხუთი მატჩი დარჩათ სათამაშო, რადგან მათი დაპირისპირებაც გადადებულია. პარიზელები მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ანჟერს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179239