ფეხბურთი

0:58 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" გალიდერდა, "ბარნლი" - გავარდა

ინგლისის პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარნლი“ დაამარცხა და „არსენალს“ გადაასწრო, მხოლოდ ბურთების ბალანსით, მაგრამ მაინც.

„სიტი“ სწრაფად დაწინაურდა, მეხუთე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:0.

„მანჩესტერ სიტის“ 70 ქულა აქვს, ისევე, როგორც „არსენალს“ და დარჩენილი აქვთ 5-5 მატჩი. ასე რომ, წინ გადამწყვეტი ბრძოლებია.

„ბარნლი“ ამ წაგებით 20 ქულით ოფიციალურად გავარდა, გადარჩენის შანსი დაკარგა. დღესვე, „ბორნმუთი“ და „ლიდსი“ დაზავდნენ (2:2). „ბორნმუთი“ ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, ბოლო წუთზე გაუშვა და ორი მნიშვნელოვანი ქულაც დაკარგა, რის გამოც მეშვიდე ადგილზე დარჩა, თორემ მეექვსე საფეხურზე იქნებოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165664