მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასის ფინალშია. „რეკორდმაისტერმა“ „ლევერკუზენი“ სტუმრად დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
22-ე წუთზე ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, ხოლო კომპენსირებულ დროში ლუის დიასმა სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - „ბაიერნმა“ 2:0 მოიგო.
მეორე ფინალისტის ვინაობა 23 აპრილს, „შტუტგარტისა“ და „ფრაიბურგის“ დაპირისპირებაში გაირკვევა, ფინალი კი 23 მაისს, ბერლინში გაიმართება.





