ფეხბურთი

1:08 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის თასის ფინალისტები გაირკვა

საფრანგეთის თასის მეორე ფინალისტიც გაირკვა. „ლანსს“ „ნიცა“ შეუერთდა და ტიტულისთვის ისინი ითამაშებენ.

„ნიცამ“ სტუმრად „სტრასბური“ დაამარცხა, რაც გარკვეულწილად მოულოდნელობა იყო, რადგან ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ.

მატჩის გმირი ელი ვაჰი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და „ნიცას“ 2:0 მოაგებინა. მანამდე, გუშინ, მოგეხსენებათ, კიდევ ერთ ნახევარფინალში „ლანსმა“ „ტულუზი“ 4:1 დაამარცხა.

საფრანგეთის თასის ფინალში „ლანსი“ და „ნიცა“ 23 მაისს, „სტად დე ფრანსზე“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.118059