ფეხბურთი

1:14 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში მე-14 გოლი გაიტანა

ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში გრაცის „შტურმი“ მარცხისგან ოთარ კიტეიშვილმა იხსნა, რომელმაც „ლასკის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი 77-ე წუთზე პენალტით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1). ოთარმა კი შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 68-ე წუთიდან გიზო მამაგეიშვილმა, რომელმაც პენალტი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინაც ეს გუნდები შეხვდნენ, მაშინაც 1:1 დასრულდა შეხვედრა და კიტეიშვილმა იმ თამაშშიც პენალტით შეძლო თავის გამოჩენა.

კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 14 გოლით ბომბარდირებში პირველ ადგილზეა და 1 გოლით უსწრებს „რიდის“ ფეხბურთელ კინგსტონ მუტანდვას. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 37 თამაშში 18 გოლი და 3 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 9 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ორჯერ პენალტი მოიპოვა.

„შტურმი“ ბუნდესლიგაში ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს „ზალცბურგს“, ორით - „ლასკს“, ხოლო მომდევნო ტურში 26 აპრილს, „აუსტრიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095849