ფეხბურთი

1:29 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ჩვენთვის ახლა ყველა თამაში მნიშვნელოვანია"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ნანტთან“ გამარჯვებისა (3:0) და დუბლის შესრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ძალიან კარგ ფორმაშია და თავს ფიზიკურად კარგად გრძნობს:

„რა თქმა უნდა, ახლა ყველა თამაში მნიშვნელოვანია, რადგან „ლანსი“ ბრძოლაშია და ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, გუნდიც. ვფიქრობ, დღეს ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფერი შეგვიძლია. გოლი კარგი იყო, ჯერ არ მინახავს ვიდეოზე, მაგრამ შემდეგ ვნახავ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 42 შეხვედრაში 16 გოლი და 9 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენმა“ 66 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლანსს“ 4 ქულით გაასწრო, სეზონის დასრულებამდე კი, 4 ტური რჩება, თუმცა, პსჟ-სა და „ლანსს“ ხუთ-ხუთი მატჩი დარჩათ სათამაშო, რადგან მათი დაპირისპირებაც გადადებულია. პარიზელები მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ანჟერს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166296