ფეხბურთი

2:04 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "სელტა" დაამარცხა, იამალმა ტრავმა მიიღო

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ბარსელონამ“ ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი მე-40 წუთზე ლამინ იამალმა პენალტით გაიტანა. სწორედ პენალტის შესრულების მომენტში 18 წლის ესპანელმა ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია იამალის ტრავმა და ემუქრება თუ არა, მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება.

„ბარსელონა“ 82 ქულით პირველ ადგილზეა, „რეალს“ ისევ 9 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ხეტაფეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158458