კალათბურთი

10:08 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერიაში ანგარიში გათანაბრდა:"ორლანდო" "დეტროიტთან" დამარცხდა

NBA-ს პლეი-ოფის მეორე მატჩში "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "დეტროიტ პისტონთან" 83:98 დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა 1:1.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პირველი ტაიმი ფრედ 46:46 დასრულდა. გადამწყვეტი გამოდგა მესამე პერიოდი, სადაც მასპინძლებმა 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოო ჯამში სერიაში ანგარიში გაათანაბრეს 1:1.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 21:13 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 3 ქულას, 5 მოხსნას, 2 დაფარებასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო მეჯიქისა" და "დეტროიტ პისტონსის" მომდევნო მატჩი 25 აპრილს გაიმართება. აღნიშნულ დაპირისპირებას "ორლანდოს" საშინაო არენა უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158689