UFC-ის მსუბუქი დივიზიონის სომეხმა მებრძოლმა არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ილია თოფურიაზე ისაუბრა. მისი თქმით ილია ყალბია და ყოველი მისი განცხადება ტყუილია.
"თოფურია ამბობს, რომ პირველივე რაუნდში ყბას მომტეხავს? რაც უნდა ის გააკეთოს, უბრალოდ დათანხმდეს და მოაწეროს ხელი კონტრაქტს. დანარჩენს ყველაფერს ერთად ვნახავთ. რატომ გამირბის მუდმივად თუ ფიქრობს, რომ ჩემთან მარტივ გამარჯვებას მოიპოვებს? დარწმუნებული ვარ, რომ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ ის ზედა წონაში გადავა, ამაში დარწმუნებული ვარ 99%-ით და მე ვაკანტური ქამრისთვის მომიწევს ბრძოლა.
როდესაც ილია ზედა წონაში ავა იქ ისლამი მაგრად ცემს და ისევ მსუბუქ წონაში დააბრუნებენ, მერე მეც ვცემ და UFC-დან საერთოდ გაუშვებენ. რატომ არ უნდა გააგდონ თუ ორივე ვცემთ? ილიას ისლამის დასაბმიშენება უნდა? მას ნოკაუტის შანსი უფრო აქვს ვიდრე საბმიშენის, ვფიქრობ ხაბიბსაც არ შეუძლია ისლამის მტკივნეულზე დაჭერა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სოციალურ ქსელში განქსტერივით ვიქცევი და ვითომ მე მას რაიმეს დავპირდი, რა თქმა უნდა ეს სიმართლე არ არის. ის ყოველთვის იტყუება და მისი ყველა განცხადება აფსურდია. არაფერი არ დამიწერია, რომ რაიმეს დავუშავებდი და მას არასდროს გაურტყავს სილა ჩემთვის. მე მისგან განსხვავებით კაცი ვარ, ის კი შეხედეთ ფეხებს,ხელებს და ალბათ უკანალსაც იპარსავს. მისთვის ჯობია მაიამის ნაცვლად საქართველოში წავიდეს და იქ კარგ კაცებთან ჰქონდეს ურთიერთობა. საქართველოში სხვა დონის კაცები ცხოვრობენ", - განაცხადა ცარუკიანმა.
ილია თოფურიამ რამდენიმე დღის უკან განაცხადა, რომ არმან ცარუკიანი უბრალოდ პატარა სულელი ბავშვია, რომელიც მამამისის ფულებით არის გაბლატავებული და სოციალურ ქსელში განქსტერივით იქცევა. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული დაპირისპირება 14 ივნის არის ჩანიშნული და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







