ესპანეთის პრიმერა FEB-ის (მეორე დივიზიონი) 31-ე ტურში მორიგი მარცხი განიცადა დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა", რომელიც გასვლაზე, "ოვიედოსთან" 74:89 დამარცხდა და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბოლო, მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.
დუდა სანაძემ აღნიშნულ შეხვედრაში 23 წუთი გაატარა პარკეტზე და ხსენებულ დროში 14 ქულას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. დუდამ 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
გიორგი კორსანტია და მისი გუნდი „გიპუზკოა" უმაღლეს ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვიან, მათ "პალმას" 73:63 სძლიეს და პლეი-ოფში თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვეს.
კორსანტიამ პარკეტზე 19 წუთი დაყო, რა დროშიც 5 ქულას, 8 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
სანაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 26 აპრილს "ალიკანტესთან" გამართავს, ხოლო კორსანტიას „გიპუზკოა" 26 აპრილს გათამაშების ლიდერ "კორუნა ბასკეტს" ესტუმრება.







