ფეხბურთი

13:17 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვლადიმერ კაკაშვილმა "დინამო" დატოვა

45 წლის სპეციალისტი ვლადიმერ კაკაშვილი "დინამო თბილისი" ოფიციალურად დატოვა. ინფორმაცია თბილისური კლუბის გვერდმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

"დინამოს" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. ამრიგად "დინამოს" უახლოეს პერიოდში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს კაკაშვილის ადგილს.

კაკაშვილი "დინამოში" 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 45 შეხვედრა ჩაატარა.

ცნობისთვის მიმდინარე ეროვნულ ლიგაში "დინამო თბილისს" 8 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მერვე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092667