ფეხბურთი

14:36 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემმა“ ფსიქოლოგის ვაკანსია გამოაქვეყნა

ლონდონის „ტოტენჰემი“ მთავარი გუნდისთვის ფსიქოლოგს ეძებს. კლუბმა ოფიციალური ვაკანსია გამოაქვეყნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება გუნდის მძიმე სპორტულ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

ჩრდილო ლონდონური კლუბის განცხადებაში შემდეგ რამეს ვკითხულობთ:

“ჩვენ ვეძებთ გამორჩეულ საშემსრულებლო ფსიქოლოგს, რომელიც შეუერთდება ჩვენს პირველ გუნდს. მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში მუშაობით, თქვენ უხელმძღვანელებთ ელიტური პროფესიონალი მოთამაშეებისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. როლი მოიცავს მოთამაშეებთან როგორც ინდივიდუალურ მიდგომას, ასევე სისტემურ მუშაობას“, - წერია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ ძალიან მძიმე სიტუაციაშია და კლუბი პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. „დეზები“ 33 ტურის შემდეგ 31 ქულას აგროვებენ და მე-18 ადგილზე არიან.

თეგებიტოტენჰემი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088069