UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია არიელ ჰელვანის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის „ელ მატადორმა“ კომენტარი კონორ მაკგრეგორთან შესაძლო ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი.
„თუ კონორთან ბრძოლას შემომთავაზებენ, შევხედავ იმ მომენტში მაკგრეგორი სად იქნება. თუ გამარჯვებით დაბრუნდება და ამ ჩხუბს შემომთავაზებენ, ვნახოთ. ასეთ შესაძლებლობებზე უარს არასდროს ვამბობ“, - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული დაპირისპირება 14 ივნის არის ჩანიშნული და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







