სხვა

19:25 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მსხალაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქრო-ვერცხლის, გოგოხიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამივე სინჯის მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდისთვის წარმატებული იყო, როგორც ატაცი, ისე აკვრა და ორჭიდის შედეგი.

საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანად დაიწყო შეჯიბრება. მანუჩარ გოგოხიამ ატაცში 166 კილოგრამის დაძლევით კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ზურაბ მსხალაძემ. ქართველმა ძალოსანმა 163 კილოგრამი დაძლია, რაც მეხუთე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, თუმცა შესაბამისი კილოგრამები ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვების საკმარის პერსპექტივას სახავდა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა უკეთესი პოზიციების დაკავებას აკვრაში შეეცადნენ. ეგ არის, გოგოხიასთვის შედეგიანი მხოლოდ პირველი ცდა გამოდგა, სადაც მან 192 კილოგრამი დაძლია და შესაბამისი დისციპლინაში მე-9 ადგილი დაიკავა, ორჭიდის შედეგად კი მე-4 საფეხური ერგო.

გაცილებით უკეთ გამოვიდა მსხალაძე. რომელმაც ატაცში სამეულს მიღმა დარჩენა აკვრაში და ორჭიდის ჯამში ერთბაშად აინაზღაურა. საქართველოს წარმომადგენელმა აკვრაში 200 კილოგრამი დაძლია, რაც სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. მსხალაძე ასევე მედალოსანი გახდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 363 კილოგრამით, რამაც მას საშუალება მისცა კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ასულიყო.

ჩემპიონობა მოიპოვა მოლდაველმა მარინ რობუმ, რომელმაც ორჭიდში 373 კილოგრამი დააგროვა. ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ბოსნიელმა ძალოსანმა ანდრანიკ კარაპეტიანმა, რომელსაც ჯამში 361 კილოგრამი დაუგროვდა.

geowf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16584