„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ტრავმის მიღები შემდეგ სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა:
„ეს ტრავმა მოედნის მიღმა მტოვებს იმ მომენტში, როცა იქ ყოფნა ყველაზე მეტად მინდოდა და ეს იმაზე მეტად მტკივა, ვიდრე შემიძლია ავხსნა. მტკივა, რომ ვერ ვბრძოლობ თანაგუნდელებთან ერთად, ვერ ვეხმარები გუნდს, როცა ვჭირდები. მაგრამ მჯერა მათი და ვიცი, რომ ისინი ყველა მატჩში ყველაფერს გააკეთებენ.
იქ ვიქნები, თუნდაც გარედან, მხარდაჭერით, ვუგულშემატკივრობ. ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ პაუზაა. უფრო ძლიერი დავბრუნდები, უფრო მეტი სურვილით, ვიდრე ოდესმე და მომავალი სეზონი უკეთესი იქნება. მადლობა შეტყობინებებისთვის“, - წერს იამალი.
შეგახსენებთ, რომ ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ლამინ იამალმა სეზონი დაასრულა, მაგრამ გავრცელებული ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.





