ფეხბურთი

21:22 | 23.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კერიკი: "ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა, ჩემი მომავალი მოგვიანებით გაირკვევა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ ახლა ის მხოლოდ სეზონის ბოლო ნაწილზეა კონცენტრირებული და არ ფიქრობს მომავალზე, ანუ იმაზე, იქნება თუ არა გუნდში მომდევნო სეზონშიც.

„ამ ეტაპზე, ყველაფერი კარგადაა. შეგვიძლია გავაგრძელოთ ძალისხმევა და გავუმჯობესდეთ და ზოგადად, ახლა მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული. გუნდში საბოლოოდ დარჩენა? ეს ყველაფერი გაირკვევა, როდესაც გაირკვევა. ამჟამად აქ ვარ, რათა დავეხმარო გუნდს და კლუბს შედეგების მიღწევაში“, - თქვა კერიკმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 58 ქულთ მესამე ადგილზეა და ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154743