„ხეტაფე“ ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, რაც სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მისთვის რეალური მიზანი უნდა იყოს. ევროპა ლიგა თუ არა, კონფერენს ლიგა მაინც.
ამაში გასაკვირი ერთი შეხედვით არაფერია, რომ არა, ერთი უცნაური დეტალი: „ხეტაფეს“ 32 ტურში მხოლოდ 28 გოლი აქვს გატანილი, რითაც ლა ლიგის 20 გუნდში მხოლოდ ერთ გუნდს სჯობნის - ბოლოადგილოსან "ოვიედოს", რომელმაც 24 გოლი მიივალა.
ხოსე ბორდალასის „ხეტაფემ“ ბოლო ტურში სტუმრად „სოსიედადი“ დაამარცხა (1:0), ისე რომ კარში ზუსტად არ დაურტყამს. იონ გოროჩეტეგიმ ავტოგოლი გაიტანა და მადრიდელებმა მაინც მოიგეს.
ლა ლიგაში დღესვე, „სევილიამ“ მორიგი მარცხი განიცადა, სტუმრად „ლევანტესთან“ და ანდალუსიური გუნდი გავარდნის კანდიდატია. ვალენსიელებმა 2:0 მოიგეს.
„სევილია“ 34 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნი ზონის ზღვარზე, მხოლოდ ქულით უსწრებს „ალავესს“ და ორით - „ლევანტეს“.





