ფეხბურთი

1:37 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის 45 წუთი, "ვილიარეალმა" აუტსაიდერს ვერ მოუგო

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ოვიედოს“ ესტუმრა, რომელიც ვერ დაამარცხა.

მარსელინოს გუნდი მე-13 წუთზე ნიკოლა პეპეს პენალტით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მეორე ტაიმში ილიას ჩაირამ წონასწორობა აღადგინა და ფრე 1:1.

გიორგი მიქაუტაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში, ქართველი ფორვარდი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა. მას ლა ლიგაში 20 მარტის შემდეგ არ გაუტანია.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 37 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

„ვილიარეალი“ 62 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა პრაქტიკულად განაღდებული აქვს, მომდევნო ტურში კი 26 აპრილს, „სელტას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172981