ფეხბურთი

10:26 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტმა პატივისცემა გამოხატა ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტის მიმართ

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გამოთქვა სიამაყე გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის გამო.

„ძალიან ვამაყობ, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ეს მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია და ჩვენ ზედიზედ მესამე წელია, რაც აქ ვართ. ეს ძალიან მაღალი დონის შეჯიბრია. ყველა კლუბი ძალიან კარგად თამაშობს. „არსენალი,“ „ბაიერნი,“ „ატლეტიკო“... დიდ პატივს ვცემ ყველა ნახევარფინალისტს“, - ციტირებს ალ-ხელაიფის სიტყვებს The Forum.

პსჟ-სა და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი სამშაბათს, 28 აპრილს, პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ადრე, ნასერ ალ-ხელაიფიმ მოიწონა ის ფაქტი რომ „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ სუპერლიგას გამოეთიშნენ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე გადართვნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160656