ფეხბურთი

12:48 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ განაცხადა, რომ „ლიონში“ ფეხბურთელის სტატუსით აღარ დაბრუნდება

საუდური „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ სოციალურ ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „ლიონში“ ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნებას არ გეგმავს.

38 წლის ფრანგმა განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება, ოდესმე იმ კლუბში ითამაშოს, სადაც გაიზარდა, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობაში მუშაობას არ გამორიცხავს.

ბენზემა „ლიონის“ ძირითად გუნდში 2005 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა, სანამ მადრიდის „რეალს“ შეუერთდებოდა. მან ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 148 მატჩში 66 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბენზემა „ალ-იტიჰადიდან“ „ალ-ჰილალში“ შარშან თებერვალში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097075