ფეხბურთი

14:16 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მილიტაო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება

მადრიდის „რეალის“ მცველი ედერ მილიტაო, რომელმაც ტრავმა მიიღო, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის დროულად გამოჯანმრთელებას შეძლებს გვამცნობს ESPN.

28 წლის ბრაზილიის ნაკრების მოთამაშეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. „რეალმა“ ადრე განაცხადა, რომ მას მარცხენა ფეხის ბიცეფსის ბარძაყის კუნთის დაზიანება ჰქონდა.

31 მაისს ბრაზილია ამხანაგურ მატჩში პანამას დაუპირისპირდება, ხოლო 7 ივნისს - ეგვიპტეს. 14 ივნისს, ისინი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს წინააღმდეგ ითამაშებენ.

მილიტაომ ეროვნული ნაკრების მაისურით 38 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089033