„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გამოცდილმა სპეციალისტმა ლადო კაკაშვილი შეცვალა. მისი პრეზენტაცია სპეციალურ პრესკონფერენციაზე შედგა. მან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.
თემურ ქეცბაია „დინამო თბილისში“ 1987-1992 წლებში თამაშობდა, შესაბამისად, გუნდში 34 წლის შემდეგ დაბრუნდა.
ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში „ანორთოსისში“, „ოლიმპიაკოსში“, „აპოელში“, „აეკში“, „ორენბურგში“, საქართველოს ნაკრებსა და კვიპროსის ნაკრებში უმუშავია. „დინამო თბილისი“ ეროვნულ ლიგაში 7-მატჩიანი მოუგებელი სერიითაა, 8 ტურში ერთადერთხელ მოიგო და 8 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მერვე ადგილზეა. ქეცბაიას დებიუტი 25 აპრილს, წყალტუბოს „სამგურალთან“ საგარეო მატჩში შედგება.





