უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა თქვა, რომ VAR-ის სისტემა მსაჯის გადაწყვეტილებაში მხოლოდ აშკარა შეცდომის შემთხვევაში უნდა ჩაერიოს.
როგორც მან თქვა, ესმის გულშემატკივრების, რადგან ისიც ვერ ხვდება ზოგჯერ წესების ინტერპრეტაცია როგორ ხდება:
„ზოგჯერ გულშემატკივრები წესების ინტერპრეტაციას ვერ ხვდებიან და მე მესმის მათი. მეც ვერ ვხვდები. მაგალითად, ხელით თამაშის შემთხვევაში არავინ იცის, რა არის ჯარიმა და რა არა. ფსიქიატრები არ ვართ. VAR-ის სისტემა მხოლოდ აშკარა და ცხადი შეცდომის შემთხვევაში უნდა ჩაერიოს. განხილვა სწრაფი უნდა იყოს და არა, როგორც ზოგჯერ ხდება, როცა დრო ძალიან იწელება“, - თქვა ჩეფერინმა.







