ფეხბურთი

15:43 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი სანჩო დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნებას აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ჯეიდონ სანჩო შესაძლოა ამ ზაფხულს დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნდეს - გვამცნობს Sky Sports.

26 წლის ინგლისელმა გამოთქვა სურვილი, კვლავ ითამაშოს გერმანულ კლუბში. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, ამიტომ მას შეუძლია „დორტმუნდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს ამ ზაფხულს.

სანჩო ადრე „დორტმუნდში“ 2017 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა, ასევე იჯარით 2023/24 სეზონის მეორე ნახევარში. მან „დორტმუნდის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 158 მატჩი ჩაატარა, 53 ბურთი გაიტანა და 67 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სანჩო ამ სეზონში იჯარით „ასტონ ვილაში“ თამაშობს. მან 31 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091342