„მეცის“ ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია „ლე ავრთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე იყო, სადაც კომენტარი გააკეთა.
„ჩემი გოლი „პარიზის“ წინააღმდეგ? ბედნიერი ვიყავი - ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა. როცა ბელგიაში, „გენტში“ ვთამაშობდი, გამიტანია მსგავსი გოლი, თითქმის მაშინვე მოედანზე შესვლის შემდეგ.
მამაჩემიც ფეხბურთელი იყო და სწორედ მისი დამსახურებით ვთამაშობ დღეს ფეხბურთს. სეზონის დასასრული? წინ კიდევ გვრჩება მატჩები და ჩვენი მიზანი ყოველთვის არის ბრძოლა და ქულების აღება“, - თქვა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია „მეცს“ იანვარში შეუერთდა და ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „მეცის“ მოუგებელი სერია გრძელდება, 15 ქულით ბოლო ადგილზეა და ელიტაში დარჩენა მისთვის პრაქტიკულად სასწაული იქნება. მომდევნო ტურში ქართველების გუნდი 26 აპრილს, "ლე ავრს" ესტუმრება.





