ფეხბურთი

20:14 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნასერ ალ-ხელაიფიმ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებს

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის ოთხ-ხუთ ფეხბურთელს მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ.

ამჟამად კი, ყველაზე მეტად მისი აზრით ამ ჯილდოს ვიტინია იმსახურებს:

„პსჟ-სთვის ახალი ოქროს ბურთი? იმედი მაქვს. ვფიქრობ, რომ ოთხი ან ხუთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს ბურთის მოგება მომდევნო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში. მართლა. ეს შეიძლება იყოს დემბელე, შეიძლება სხვა ვინმე. ვიტინია არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის ამას ნამდვილად დაიმსახურებდა“, - თქვა პარიზელთა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ოქროს ბურთი უსმან დემბელემ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088948