„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ „პარი სენ-ჟერმენი“ შეაქო და აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი ვარსკლავი ლუის ენრიკეა.
მისი აზრით, პსჟ „რეალისგან“ განსხვავებით ვარსკვლავების გუნდი არაა, მაგრამ „რეალზე“ ძლიერი დღეს გუნდურობითაა:
„პსჟ-სთვის შესანიშნავია, რომ ვინც ძირითად შემადგენლობაშია, ყველა ბოლომდე იხარჯება, მაგრამ მწვრთნელი ცვლილებას აკეთებს მე-60 ან 70-ე წუთებზე და ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე შედიან, მეტს გთავაზობენ, ვიდრე ისინი, ვინც სასტარტოში იყვნენ. წარმოგიდგენიათ არა? ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს, რა მისცეს გუნდს. სასტარტო ფეხბურთელმა იცის, რა უნდა გააკეთოს, სათადარიგოებმაც იციან, რა უნდა გააკეთონ და ისინი არ წუწუნებნ, არ ბრაზდებიან.
მადრიდის „რეალში“ ყველაფერი რთულადაა, რადგან ისინი გუნდურად არ თამაშობენ. პსჟ ვარსკვლავების გუნდი არ არის, დემბელეს გარდა, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელია. ისინი პრესინგს ერთად ახორციელებენ, ერთად უტევენ, თავს ერთად იცავენ. პსჟ-ს ყველაზე დიდი მოთამაშე ლუის ენრიკეა. ვინც გინდა დააყენოს, ყველა ერთსა და იმავე ენერგიით თამაშობს, სათადარიგოებიც. ამიტომ არიან ისინი ძლიერები“, - თქვა ბენზემამ.





