ფეხბურთი

22:22 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ პრესტიანი მკაცრად დასაჯა

ლისაბონის ბენფიკას ფეხბურთელი ჯანლუკა პრესტიანი უეფამ მკაცრად დასაჯა.

მიზეზი მადრიდის რეალთან მატჩში ვინისიუსთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტია. უეფამ, გამოძიების შედეგად, არგენტინელი ნახევარმცველის ბრალი დაადგინა და მას 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, საიდანაც 3 მატჩი პირობითია, ხოლო დანარჩენი სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს (ერთი უკვე გამოტოვა). უეფამ პრესტიანი ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ ქმედებაში დაადანაშაულა, მაგრამ არა რასიზმში.

გარდა ამისა, უეფამ ფიფას სთხოვა სანქციის გლობალურ დონეზე გავრცელება, შესაბამისად, ფეხბურთელს ემუქრება საფრთხე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც დისკვალიფიკაცია მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ნაკრებში მისი გამოძახება გადაწყვეტილი არ არის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16707