კალათბურთი

23:24 | 24.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა "მონაკო" პლეი-ოფში გაიყვანა, შენგელიას "ბარსელონა" ევროლიგას გამოეთიშა

მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ ევროლიგის პლეი-ოფშია, ხოლო თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ტურნირს გამოეთიშა.

პლეი-ინის ბოლო შეხვედრაში „მონაკომ“ „ბარსა“ 79:70 დაამარცხა. ფრანგულმა გუნდმა თავიდანვე 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ხელიდან არ გაუშვია. „ბარსელონამ“ მესამე პერიოდი 9 ქულით მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ ჩამორჩენა 5 ქულამდე შემცირდა, მაგრამ შემდეგ ისევ „მონაკომ“ აჯობა მეტოქეს.

თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონამ“ ევროლიგაში გამოსვლა დაასრულა, ხოლო „მონაკო“ 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა, სადაც „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.

პლეი-ოფის ოთხივე წყვილი ასეთია: „ოლიმპიაკოსი“ – „მონაკო“, „ვალენსია“ – „პანათინაიკოსი“, „რეალი“ – „ჰაპოელი“ და „ფენერბაჰჩე“ – „ჟალგირისი“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166681