ფეხბურთი

0:39 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლანსმა" 0:3-დან ქულა გადაარჩინა, მაგრამ პსჟ-ს უპირატესობის გაზრდის შანსი მისცა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ლანსი“ სტუმრად „ბრესტთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა და შეიძლება ითქვას, საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.

პიერ საჟის გუნდმა თითქმის მთელი სეზონი გაუწია „პარი სენ-ჟერმენს“ კონკურენცია, მაგრამ როგორც ჩანს, დანებება მოუწევს.

„ლანსი“ პირველივე ტაიმში 0:3 ჩამორჩა და მეორე ტაიმში მოახერხა სამივე გოლის გაქვითვა, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი - ფრე 3:3. თუმცა „ლანსისთვის“ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. აღსანიშნავია, რომ "ლანსს" მოგება შეეძლო, ბოლო წუთზე, 3:3-ზე, სტუმრებმა ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს.

შედეგად, პიერ საჟის გუნდმა 63 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, „პარი სენ-ჟერმენს“ 3 ქულით ჩამორჩება, რომელსაც ამ ტურში არ უთამაშია და ლუის ენრიკეს გუნდს შესანიშნავი შანსი აქვს, უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდოს, თუ „ანჟერს“ დაამარცხებს.

„ლანსისთვის“ მაინც დიდებული სეზონი გამოდის - მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ნიშნავს, პარალელურად, საფრანგეთის თასის ფინალშია და შეუძლია ტიტულიც მოიგოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104091