„ნაპოლიმ“ სერია A-ში ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 34-ე ტურში „კრემონეზე“ 4:0 გაანადგურა.
ანტონიო კონტეს გუნდმა მეტოქეს მაგრად აჯობა და შეიძლება ითქვას, ვარჯიშით მოიგო. პირველ ტაიმში სკოტ მაკტომინეიმ, რასმუს ჰოილუნმა და კევინ დე ბრუინმა გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ალისონ სანტოსმა უპირატესობა ოთხამდე გაზარდა.
მატჩის მიწურულს მაკტომინეის დუბლის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.
„ნაპოლი“ 69 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 მაისს, „კომოს“ ესტუმრება. „კრემონეზე“ 28 ქულით მე-17 პოზიციაზეა და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.





