ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „ნოტინგემ ფორესტი“ „სანდერლენდს“ ეწვია და დიდი ნაბიჯი გადადგა პრემიერლიგაში დარჩენისკენ.
ვიტორ პერეირას გუნდი სეზონის ფინიშს შესანიშნავ ფორმაში შეხვდა, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „ნოტინგემმა“ „სანდერლენდი“ 5:0 გაანადგურა.
ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა, როცა სტუმრებმა ოთხჯერ გაიტანეს, ხოლო მატჩის მიწურულს მეტოქე მეხუთედაც დაამწუხრეს. თითო გოლი კრის ვუდის, მორგან გიბს-ვაითის, იგორ ჟეზუშის და ელიოტ ანდერსონის აქტივშია, ტრეი ჰუმემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
„ნოტინგემი“ 39 ქულით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში მყოფ „ტოტენჰემს“ უკვე 8 ქულით გაასწრო, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. პარალელურად „ფორესტი“ ევროპა ლიგის მოსაგებადაც იბრძვის, სადაც ნახევარფინალშია გასული. „სანდერლენდს“ ამ სეზონში მოტივაცია არ აქვს - 46 ქულით მე-11 პოზიციაზეა.





