ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „რეალი“ „ბეტისს“ ესტუმრა და მორიგი ქულები დაკარგა, რის შედეგადაც, ჩემპიონობაზე ბრძოლას ალბათ საბოლოოდ გამოეთიშა.
„სამეფო კლუბი“ სევილიაში სწრაფად დაწინაურდა: მე-17 წუთზე ვინისიუსმა ანგარიში გახსნა და მოგებასთან მადრიდელები ახლოს იყვნენ. თუმცა, ბოლოს გაუშვეს და ორი ქულა დაკარგეს.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ექტორ ბელერინმა დალაშქრა სტუმართა კარი და ფრე 1:1.
„რეალისთვის“ ეს ფრე საჩემპიონო რბოლიდან საბოლოო გამოთიშვის ტოლფასია, მიუხედავად იმისა, რომ „ელ კლასიკო“ ჯერ კიდევ წინაა. ალვარო არბელოას გუნდს 74 ქულა აქვს, „ბარსელონას“ 8 ქულით მეტი გააჩნია და თამაშით ნაკლებიც აქვს გამართული. „სამეფო კლუბი“ მომდევნო ტურში „ესპანიოლს“ ესტუმრება.





