ფეხბურთი

12:10 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ვცდილობ, ყველას გავუგო, მაგრამ ჩემს გაგებას არავინ ცდილობს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „კრემონეზესთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ ისაუბრა.

იტალიელმა მწვრთნელმა კომენტარი რომელუ ლუკაკუზეს გააკეთა, რომელიც ბელგიიდან ნეაპოლში როგორც იქნა, დაბრუნდა, მაგრამ კონტესთან არ უსაუბრია:

„ლაციოსთან“ თმაშის შემდეგ გადაჭარბებული კრიტიკა იყო გუნდის მიმართ, რომელმაც სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო, როგორც ეს იყო მარადონას ეპოქაში და მეორე ადგილზეა ტრავმებით სავსე სეზონში. კიდევ ოთხი ფეხბურთელი გვაკლია, ურთულესი სეზონი გვქონდა.

ლუკაკუ? მასთან საუბრის შესაძლებლობა არ მქონია. ის მოვიდა ბაზაზე, გუნდის მენეჯერთან ისაუბრა, ჩემთან არა. ჩემი ოფისიც იქაა და არავის დაუკაკუნებია კარზე. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ვცდილობ, ყველას გავუგო, მაგრამ მწვრთნელის გაგებას არავინ ცდილობს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 34 ტურის შემდეგ სერია A-ში 69 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 მაისს, „კომოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083748