ფეხბურთი

13:14 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნესტა: "ბონუჩი და კიელინი მენტალურად სხვა პლანეტაზე იყვნენ, დღეს ასეთი ფეხბურთელები არ გვყავს"

„მილანის“, „ლაციოსა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალესანდრო ნესტამ ისაუბრა იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე.

როგორც მან თქვა, მისი თაობისგან განსხვავებით, ახალი თაობის ფეხბურთელებს იგივე ამბიციურობა არ ახასიათებთ. მან ასევე გამორჩია ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი:

„ერთ თითს მოვიჭრიდი ფეხბურთის თამაშის დაბრუნების სანაცვლოდ. ამჟამად ჩვენს ფეხბურთელებს ლიდერის თვისებები აკლიათ. როცა იტალიამ ბოლოს ტიტული მოიგო, ბონუჩი და კიელინი გვყავდა, რომლებიც მენტალურად სხვა პლანეტაზე იყვნენ. დღეს ფეხბურთელები მშვივრები და ამბიციურები არ არიან, როგორც ჩემი თაობა, ახალი თაობა პატარა მიღწევით კმაყოფილდება“, - თქვა ნესტამ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ნესტამ საკლუბო დონეზე პრაქტიკულად ყველა ტიტული მოიგო, ხოლო იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169078