ფეხბურთი

12:42 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" სერია A-დან ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მარცხენა გარემარბის და ორი ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას გეგმავს.

ნიკოლო სკირას ცნობით, მარცხენა ფლანგზე ინგლისელთა ერთ-ერთი სამიზნე „მილანის“ შემტევი რაფაელ ლეაოა, რომლის გამოც „მილანი“ – „იუვენტუსის“ მატჩს გუნდის სკაუტი დაესწრება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, თუმცა, "როსონერიდან" პორტუგალიელის წასვლის შანსი დიდია, რადგან ფეხბურთელის მიმართ ბოლო დროს იტალიაში კრიტიკამ იმატა.

ნახევარდაცვის ცენტრში „იუნატედს“ „ატალანტადან“ ბრაზილიელი საყრდენის, ედერსონის გადაბირება სურს, რომლის დამატებაზე მადრიდის „ატლეტიკოც“ მუშაობს და პირად კონტრაქტზე ფეხბურთელთან უკვე შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, „ატლეტიკოს“ ჯერ „ატალანტასთან“ არ აქვს შეთანხმება, ამიტომ, „მანჩესტერი“ შესაძლოა ედერსონისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის ბოლოს კაზემირო დატოვებს, რის გამოც კლუბში ცენტრალური ნახევარმცველის შეძენის აუცილებლობა დგას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.079604