ფეხბურთი

10:26 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს, ასეთი რამ პირველად არ ხდება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ „ბეტისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.

როგორც მან თქვა, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მსაჯობის გამო მისი გუნდი დაიჩაგრა:

„ხელით თამაშის გამო აშკარა პენალტი იყო. ასევე, „ბეტისის“ გოლის მომენტში მენდიზე აშკარა ჯარიმა იყო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ასეთი რამ ხდება“, - აღნიშნა გაბრაზებულმა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ლა ლიგაში „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, ასე რომ, საჩემპიონო შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167934